среда, 29 апреля 2009 г.

აი რა უთრა გოდარმა ჰოლივუდს:)

გოდარი
წერილი ერთ ამერიკელ მეგობარს
21 იანვარი, 1995 წელი
არმანდ ვაითს,

უძვირფასესო მეგობარო, დიდი მადლობა თქვენი 20 იანვრის ი-მეილისთვის 23.24 წუთზე. სამწუხაროდ, ვერ დავესწრები თქვენს ცერემონიას. ჯანმრთელობა ძალიან არ მიწყობს ხელს. ძალიან დიდი თოვლია აეროპორტისკენ გზაზე. ძალიან ცოტა დაზოგილი ბანკნოტეს მაქვს ბილეთისათვის.
ჰოლივუდი ყოველთვის აცხადებდა, რომ ქვემორე ხელისმომწერმა არ იცოდა ამბების მოყოლა, და აქედან გამომდინარე, ჩემი კინო-ისტორია-ამბები დავასრულე ამ სიტყვებით: “არაფერია დაკარგული, ღირსების გარდა”.
და ამდენად ჩემი ვალია – არავითარი საავტორო უფლებები, მხოლოდ ვალდებულებები – თქვენი ჯილდოდან არაფერი ვცნო ღირსების მეტი. გთხოვთ, მიიღოთ, შემდეგი მიზეზები, ძალიან არასრული ჩამონათვალი, ამ მოკრძალებული, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებისა.
ჟლგ’მ, მთელი თავისი მოვიე მაკერ/გოერ-ის კარიერის მანძილზე, ვერ შეძლო:
ხელი შეეშალა ბატონი სპილბერგისთვის, აუშვიცის რეკუნსტრუქცია მოეხდინა,
დაერწმუნებინა ქალბატონი ტერნერი*, არ შეეფერადებინა ძვირფასი, თუმც კი გაცვეთილი “Fანნყ ფაცეს”,
დაედანაშაულებინა ბატონი ბილ გეიტსი, რადგან მან თავის ჩიპების ფაბრიკას ღოსებუდ დაარქვა.
მეიძულებინა ნიუიორკელი კრიტიკოსები, რომ არ დავიწყებოდათ შირლი კლარკი,
დამევალდებულებინა შონყ ყოფილი ჩოლუმბია Pიცტურეს, მიებაძა დან ტალბორისთვის/Nეწ Yორკერ Fილმს-ისთვის, როსედაც აგზავნის მოხსენებას შემოსავალზე (რესოცონტო დეგლი ინცასსი)
დამევალდებულებინა Oსცარ-ის ბებიები, ხმა მიეცათ კიაროსტამისთვის და არა კისლოვსკისთვის,
დამერწმუნებინა ბატონი კუბრიკი, ენახა სანტიაგო ალვარესის მოკლემეტრაჟიანი ფილმები ვიეტნამის ომზე,
წამეკითხვინებინა ქალბატონი კიტონისთვის ლას ვეგასის დამაარსებლის ბიოგრაფია,
გადამეღო “ზიზღი” სინატრათი და ნოვაკით.

ჩემი ლონგ ვოყაგე ჰომე კინემატოგრაფიის საცხოვრებელ ადგილამდე ჯერ არ დამთავრებულა, სერ, მაგრამ ბერვი ეტაპი გამოვტოვე, და ცხადია, ნო გირლ ინ ევერყ პორტ, რის გამოც არ ვიმსახურებ არანაირ ჯილდოს.
ამდენად გთხოვთ, გადაურიცხოთ თანხა, რომელსაც მთავაზობთ, Bლეეცკერ შტრეეტ ჩინემა-ს, თუ ის ჯერ კიდევ არსებობს.

ხელს აწერს ჟან ლუკ გოდარი

კინო პატარა ბავშვის ენაზე.. ანუ კინოენა პატარებისთვის

დღეს კითხვა საკმაოდ არაპოპულარულია ჩემს თაობაში,. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს თანატოლებს არასწორად აწვდიან ლიტერატურას. ხანდახან სახელმძღვანელოში მოთავსებული პროზა თუ პოეზია საკმაოდ არასწორად არის შერჩეული, არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ბავშვებმა კი არ უნდა დაიზეპირონ ლიტერატურა, არამედ უნდა დაინტერესდნენ ლიტერატურით, უნდა იმსჯელონ ნაწარმოებზე და გაუჩნდეთ სურვილი, საკუთარი აზრი გამოთქვან მასზე (თუდაც კრიტიკული, რასაც ხშირად ბავშვი ვერ ახერხებს, რადგან მას მწერალს რაღაც მითიურ არსებად უსახავენ, რომლზეც კრიტიკული აზრის გამოთქმა ხანდახან უზნეობადაც აღიქმება). ისიც გასათვალისწინებელია, რა ასაკში რა აინტერესებს მოსწავლეს, რა იქნება მისთვის ამა თუ იმ ასაკში აქტუალური. ეჭვი მეპარება, მერვეკლასელ ბიჭუნას აინტერესებდეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები.
თავად სკოლის მოსწავლე ვარ და უშუალო შეხება მაქვს ამ ყველაფერთან. მე რომ არ მყოლოდა კარგი დედა, არ შემხვედროდა კარგი მეგობრები, მხოლოდ სკოლის ცოდნით ვერაფერს გავხდებოდი. ის ყველაფერი კი, რაც მაქვს, სკოლის გარეთ აღმოვაცენე.
მე ჯერ 16 წლის ვარ და არც ისე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომეპოვება, თუმცა იმას, რასაც ჩემი ცხოვრების ამ მოკლე მონაკვეთში მივაღწიე, არაფერში გავცვლი, და ეს მეგობრებია. ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ეს მეგობრები კი კინომ მაჩუქა. დიახ, თითქმის ყველა ჩემი მეგობრის გაცნობის პირველი დღე ან კინოდარბაზს ან რომელიმე ფილმზე ცხარე კამათს უკავშირდება.
შეიძლება ცოტა არაეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ ხშირად მიფქრია, ბანკირებს, პოლიციელებს, იურისტებს ან ისტორიკოსებს თუ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან ისე მარტივად, როგორც ამას კინომოყვარულები აკეთებენ. არა, მე არ ვაკნინებ არცერთ პროფესიას ან გატაცებას, უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. ჩემს თაობაში, მაგალითად, ეკონომიკური (თუ როგორც ჰქვია) სასწვლებლის სტუდენტთან გამოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე კინოსასწავლებლის სტუდენტთან. რისი თქმა მინდა ამით, იმის, რომ კინო ადამიანს ურთიერთობებს უმარტივებს, განსაკუთრებით ახალგაზრდას და ბავშვს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალ-ახალი ურთიერთობები, ემოციები, შთაბეჭდილებები, და ეს სჭირდება განვითარებისათვის.
ბავშვობისას ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, უფრო იმიტომ, რომ გარშემო უამრავი სიახლეა, აღგაფრთოვანებს მეტროს სადგურები, გემრიელი ნაყინი, გიტაცებს სათამაშო ატრაქციონები, მოგწონს ლამაზი ცხენები... მოკლედ, უამრავ რამეს ეცნობი. ეს ასაკი იდეალურია იმისთვის, რომ ფილმებს უყურო, რადგან ბევრად უფრო სწრაფად და დაკვირვებით აღიქვამ ყველაფერს, იწყებ შეცნობას, გადადიხარ აზროვნების ახალ ეტაპზე ისე, რომ ბავშვობას არ კარგავ. ყველა დეტალი საინტერესო და შესამჩნევია, აქედან გამომდინარე, კინოს ყურება უფრო მომხიბვლელია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის. ის, რაც უფროსებისთვის გასაგები და ჩვეულებრივია, ჩვენთვის უცხოა და მეტად საინტერესო.
როცა “მამა რომას” ვუყურე, ვიფიქრე სულ უბრალო რამე, ვიფიქრე, რომ არასდროს, არასდროს ვაწყენინებდი დედას. ეს უკვე ბევრს ნიშნავს, შენ ბავშვობიდანვე გაქვს ნანახი, რამდენად რთულია დედასთან დაშორება, არა ფიზიკური, არამედ სულიერი. ათვითცნობიერებ ამას. ეს უკვე კარგად გებეჭდება თავში, ხედავ იმასაც, რამდენად დიდი უბედურების მომტანია ადამიანის ვნება, წყენა და ასე შემდეგ.
აი, წარმოიდგინეთ, თუ ბავშვს აქვს პრობლემა მეგობრობასთან დაკავშირებით,Aარ შეუძლია ურთიერთობები, სითბოს გამოხატვა და უცბად უყურებს ფილმს, რომელმაც გული აუჩუყა, ან განაცვიფრა, გააოგნა, მას ხომ უამრავი ემოცია და აზრი მოაწყდება ერთბაშად, მოუნდება ამ ყველაფრის გამოხატვაც. ადგება და იპოვნის მეორე ცალს, მეორე ისეთს, ვისაც ეს ყველაფერი ისევე აღაფრთოვანებს, და დაიწყება ძალიან კარგი მეგობრობა.
ერთი შეხედვით, შეიძლება ზედაპირულად მოგეჩვენოთ ის, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს მართლაც ასეა. ეს ყველაფერი საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი, ურთიერთობები, როგორც გითხარით, კინოს დახმარებით დავიწყე.
დიახ, მე გამიმართლა და ის, რაც სკოლას და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს უნდა მოეცათ ჩემთვის, კინომ მომცა. ესეც იმიტომ, რომ სულ პატარაობისას კარგი მრჩეველი მყავდა, დედის სახით, რომელიც მეხმარებოდა, შემერჩია კარგი ფილმი თუ კარგი წიგნი. სამწუხაროდ, ჩემს თაობაში ბევრს არ გაუღიმა ბედმა და ასეთი კომფორტი არ ჰქონია. თუმცა ამ ახალგაზრდებს, ალბათ, არ დაუკარგავთ შანსები!
იმისათვის, რომ დღეს შექმნილი უცოდინრობიდან გამოსავალი ვიპოვნოთ, მთავარია, გაჩნდეს პროტესტი. პროტესტი დამყაყებული
ერთფეროვნების წინააღმდეგ, პროტესტი იმ უცოდინრობის წინააღმდეგ, რაც,
პირველ რიგში, ახალგაზრდებს ღუპავს. პროტესტი კი უნდა გაჩნდეს ჩემს
თანატოლებში, მათ განვითარების სურვილი უნდა მიეცეთ.
დღეს დრო აჩქარდა, ხშირად ადამიანებს ლიტერატურისთვის დრო არ
რჩებათ, კინო კი გაცილებით სწრაფი და ეფექტური საშუალებაა ლიტერატურასთან შედარებით. და ამ შანსის ხელიდან გაშვება დიდი სისულელე იქნება. თუმცა უნდა მოიძებნოს კინოს სწორად გამოყენების ხერხი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეირჩეს სწორი კინო, კარგი კინო, რომლის ყურებას ადამიანები ბავშვობიდან დაიწყებენ.
კინო ხომ ადამიანში ყველაზე ემოციურად აღწევს, ეს საოცარი სინთეზია ლიტერატურის, მუსიკისა და მხატვრობის. ეჭვი არ არის, რომ კინოს გაცილებით მეტი ეფექტი ექნება პატარა ბავშვზეც და მოზარდზეც. ამიტომ მე თქვენ, ჩვენო მშობლებო, კი არ გთხოვთ, გავალდებულებთ კიდეც, რომ ბავშვებს დააწყებინოთ კარგი კინოს ყურება, ურჩიოთ, მიეხმაროთ, შვილებთან ერთად ისაუბროთ ყოველი ფილმის შემდეგ იმ ემოციებზე და შეგრძნებებზე, რაც ფილმმა დაგიტოვათ. დაგვეხმარეთ განვითარებაში, დამერწმუნეთ, დღეს ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს სჭირდება...
მოკლედ, ვინ იცის, ახლა რამდენ სისულელეს ვროშავ.
მე არ მყავს მარტო “კინომეგობრები” (ასე ვუწოდებ იმ მეგობრებს, რომლებთანაც კინოს მეშვეობით დავმეგობრდი), მყავს მეგობრები, რომელთაც უყვართ მხატვრობა, ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა და არ აინტერესებთ კარგი კინო. დიახ, ასეთიც ბევრია.
მაგალითისთვის მოვიყვან ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც უზომოდ უყვარს პოეზია, თვითონაც წერს და საერთოდ საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს ლიტერატურაშიც და მუსიკაშიც. შეფასების უნარიც შესანიშნავი აქვს, მაგალითად, ხვდება, რომ სელინჯერის შემდეგ მანველიძის წაკითხვა სისულელეა, არათუ სისულელე, სირცხვილიც კია. მისთვის სირცხვილია ასეთი რამის კითხვა, ისევე როგორც ზოგიერთი ქართველი ქალი მომღერლის მოსმენაა სირცხვილი ჯენის ჯოპლინის გვერდზე, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ კინოშიც ასეთივე აღმოჩენებს აკეთებდეს. დიდი სიამოვნებით უყურებს ამერიკულ ახალგაზრდულ გასართობ ფილმებს, მაგალითად, ”ამერიკულ ნამცხვარს”, მისთვის ამ ფილმის ყურება ჩვეულებრივი რამაა. ანუ სულ არ აინტერესებს ფილმის ყურებისას რაიმე ღირებულება, იდეა. შეიძლება აინტერესებს კიდეც, მაგრამ რატომღაც არ უყურებს. თუ “მგლების” კითხვა მისთვის სირცხვილია, იმიტომ, რომ მასში არანაირი ღირებულება არ არის, მაშინ რატომ არ არის ანალოგიური სირცხვილი ან უბრალოდ დროის უაზრო კარგვა ”ამერიკული ნამცხვრის” ყურება?
პრობლემა იმაშია, რომ ახალგაზრდობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ მიაჩნია კინო იმ დონის ხელოვნებად, რა დონისაც ის სინამდვილეშია, ანუ მათთვის კინო, როგორც ხელოვნება, უკანა პლანზე დგას და წინ არის წამოწეული კინო, როგორც გასართობი ან დროის გაყვანის საშუალება. რაც აშკარაა, რომ არასწორი და სასაცილო მიდგომაა.
რისი ბრალია ეს? ალბათ, იმის, ლელა მას, რომ მათ თავის დროზე არ აჩვენეს კარგი ფილმები. რითიც, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დააკლეს მათ.
იმ დღეს, მაგალითად, ჩემი მეგობრის სახლში მივედი და ოთახის კარი შევაღე, რამდენიმე ჩემი მეგობარი განცდებში შესული უყურებდა ჰოლივუდურ დრამას, სადაც ყველაფერი “ჰაპპყ ენდ”- ით დამთავრდებოდა. მოკლედ, ერთი ძალიან დიდი სისულელე იყო, აი, ისეთი, ბრაზილიურ სერიალებს რომ წააგავს, მაგრამ უფრო ბევრი ფულით რომ არის გაკეთებული. მე სიცილი ამიტყდა მათი სახეების დანახვისას, წარმოიდგინეთ, ზუსტად ისეთი სახეები ჰქონდათ, როგორიც მე მქონდა, როცა”როკო და მისი ძმები” ვნახე. გაგეცინება, აბა რააა! ერთ-ერთი ჩემი მეგობარი შემომიტრიალდა და აგრესიული ტონით მითხრა: “იცი, რა? ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია შენი ინტელექტუალური კინოო.”
გამიკვირდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ”ინტელექტუალური კინო”.
სელინჯერი მისთვის ინტელექტუალური ლიტერატურაა?
სელინჯერს მართლაც ბევრი რამის მოცემა შეუძლია, მაგრამ არანაკლებ ბევრს მოგცემს ტრიუფოს, გოდარას, ვისკონტის, პაზოლინის თუ კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ნამდვილი დიდი რეჟისორის შემოქმედება. სწორედ ამ პრობლემას ვხედავ ჩემს მეგობრებში: ისინი კინოს ყველაზე უკან აყენებენ. ალბათ, ისევ იმიტომ, რომ მათ თავის დროზე არ აჩვენეს კარგი ფილმები.
არის ახალგაზრდების სხვა კატეგორიაც, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს არც წიგნებთან და არც არაფერ სერიოზულთან, და ეს საზოგადოებაში დიდ თავის ტკივილსაც იწვევს. ამ ტიპის თანატოლებს ვეტყოდი, რომ ძალიან ბევრ დროს კარგავენ ჰოლივუდური სპეცეფექტებით გატენილი ფილმების ყურებით, რომლებიც მართლაც არაფერს იძლევიან, მხოლოდ დროს აკარგვინებენ მათ.
დღეს კინო ბიზნესად იქცა და ამ ბიზნესმა მახეში გააბა მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა. ბავშვებისთვის დღეს იდეალი”სპაიდერმენია”, ასეთი იდეალით კი შორს ვერავინ წავა. მაგრამ ვერ დავადანაშაულებ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ “სპაიდერმენს” ან მსგავს სისულელეებს უყურებენ. დარწმუნებული ვარ, მათ თავის დროზე კარგი კინო არ აჩვენეს, დარწმუნებული ვარ, მათ არავინ უთხრა, რომ კარგი კინო მათ აპოვნინებდა მეგობრებს, გრძნობებს და შეიძლება გზასაც ცხოვრებაში.
ისე, სხვათაშორის, მეც გავები კინობიზნესის მახეში, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მიყვარს კარგი კინო. არის ასეთი სატელევიზიო სერიალი ”supernatural”, რომელსაც აქტიურად ვადენებ თვალს. თუმცა ვიტყვი, რომ ეს უბრალო თავშექცევააა. მე ვიტყოდი, რომ ამ სერიალის ავტორი არის კარგი ტიპი, მაგრამ ცუდი რეჟისორი. საქმე ისაა, რომ მითოლოგია და მისტიკა ძალიან მიზიდავს და ეს სერიალიც მთლიანად ამ ყველაფერზეა, ამიტომაც ხანდახან მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ვუყურებ ორი ძმის თავგადასავალს, რომლებიც ბოროტ ძალებზე ნადირობენ და საკმაოდ კარგი ტიპები არიან. უსმენენ “led zeppelin”_ს და კარგადაც ხუმრობენ. თუმცა მთლიანობაში ”supernaTural” არაფრისმომცემი ცარიელი გასართობია. ვთვლი, რომ ამ ტიპის გართობა და განტვირთვა ძალიან კარგია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ამას ვერ გაცდე. ასეთ პარალელს გავავლებდი ლიტეარტურასთან: არის ართურ კონან დოილი, რომლითაც გაერთობი და განიტვირთები და არის თომას მანი, რომლითაც იფიქრებ.

ანდრეი ტარკოვსკი

14 წლის ვიყავი ტელევიზორში ანდრეი ტარკოვსკის სარკეს აჩვენებდნენ. დავჯექი და ვუყურე ძალიან მომეწონა, შეიძლება ითქვას გავგიჟდი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგივე ფილმზე სულ სხვა რეაქცია მქონდა. სულ სხვა დამოკიდებულება.
როცა “სარკე” მეორედ ვნახე ამ დროს ნანახი მქონდა გოდარის, ფასბინდერის, ტრიუფოს,ბერტოლუჩის და კიდევ ჰიჩკოკის ბევრი ფილმი. ასე, რომ რაღაც წარმოდგენები კინოს შესახებ გამაჩნდა. მოკლედ ჩემი კინოგემოვნება ჩამოყალიბებული იყო და მივხვდი, რომ ტარკოვსკი ჩემთვის საყვარელ რეჟისორებში არ შედიოდა.
თუმცა ის, რომ ტარკოვსკი ჩემ საყვარელ რეჟისორებში არ შედის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ალბათ გაინტერესებთ რატომ არის ასე?
იმ პერიოდის რუსეთში , უფრო სწორად საბჭოთა კავშირში არც ისე ადვილი იყო კინოში სიტყვის თავისუფლად თქმა, თუმცა ამას ტარკოვსკი ნამდვილად ახერხებდა. ახერხებდა და კინოს დახვეწილ ახალ ფორმასაც ქმნიდა. იმაზე საუბარი, რომ ტარკოვსკი ძალიან დიდი ფიგურაა კინოსამყაროში ზედმეტია. მას ყავს უამარავი თაყვანისმცემელი, მაყურებელი და მიმდევარი. თბილისში ახალგაზრდობის გარკვეულ წრეებში მისი კულტიც კი არსებობს. რამოდენიმე ჩემი თანატოლიც ვიცი ვინც ტარკოვსკიზე ლამის ლოცულობს. თუმცა ხანდახან მათ გულწრფელობაში ეჭვი მეპარება ხოლმე.
ერთ ამბავს გავიხსენებ . მეგობრები კინოთეატრში ვიყავით ფასბინდერის” ჩინურ რულეტკაზე” ფილმი დამთავრდა და კინოდარბაზთან შეკრებილები რაღაცაზე ვკამათობდით. იქვე იყო ტარკოვსკის თაყვანისმცემელი ახალგაზრდა გოგონა. როცა მე ვკითხე მოეწონა ფილმი თუ არა მან მიპასუხა”რუსული არ მესმის და ვერ გავიგეო”(აქვე მინდა დავამატო, რომ ანდრეი რუბლიოვის გარდა ტარკოვსკის ქართული ვერსია არ არსებობს) სასაცილოა ტარკოვსკის გასაგებაად და შესაყვარებლად ალბათ მარტო ენის ცოდნა არ კმარა.
და რა არის საჭირო იმისთვის რომ ტარკოვსკი შეგიყვარდეს? სულიერება, პოეზია.. ბევრი ადამიანი ვიცი ვისაც ყველაფერი ეს გააჩნია, მაგრან არ უყვარს დიდი რუსი რეჟისორი. რა თქმა უნდა ეს სტანდარტული ცნებები არ არის ტარკოვსკის ფილმის გასაგებად, მაგრამ მთავარია, ალბათ ამაზე იღებს ანდრეი ტარკოვსკიც. ერთი შეხედვით ყველა იტყვის თუ ასეთ ღირებულებებს ეფუძნება რეჟისორის შემოქმედება, რატომ არ უნდა გიყვარდეს?
მაგრამ მე არ მიყვარს ტარკოვსკი, ალბათ იმიტომ, რომ ის ამ ყველაფერს სიყვარულს, პოეზიას, ადამიანთა ურთიერთობებს უბრალოებას უკარგავს. შეიძლება მითხრათ , რომ გაურკვეველია რას ვგულისხმობ.მაგრამ მე სხვას ვერაფერს ვუწოდებ “სტალკერს” რომლის აზრიც შეიძლება ძალიან კეთილშობილია, მაგრამ ფილმის დაუსრულებლობა, კადრების უაზრო სიგრძე, აქცენტები, მაღალფარდოვანი დიალოგები ამ კეთილშობილებას უკარგავს კეთილშობილების სახეს და ტანჯვას ამსგავსებს. როცა ნოსტალგიას ვუყურებ განსაკუთრებით ბოლო” სანთლის კადრს” ვფიქრობ, არ შეიძლება ამ ყველაფრის უფრო მეტი უბრალოებით გაკეთება?
რა ვქნა, რომ ჩემზე ტარკოვსკის ფილოსოფია საერთოდ არ მოქმედებს.კინომ უნდა გაგვათბოს, კინომ უნდა დაგვამეგობროს გვააზროვნოს და რაღაც რაღაცეების ხედვა გვასწავლოს თუმცა მე ამ ყველაფერში ტარკოვსკი ვერასდროს ვერ დამეხმარება თავისი ქვეტეკსტებით დაუსრულებელი ტანჯვით და პათეტიკური დიალოგებით.
გაუგებრად ჟღერს ალბათ სიტყვა ტანჯვა. მაგრამ ასეა ფილმში “სარკე”
ბიჭუნას ექიმი ტანჯავს, აწამებს ამოიღე ხმაო, აჯერებს,რომ მას საუბარი შეუძლია. ბოლოს ის ბიჭი მართლაც ამოიღებს ხმას. იქნებ ამს აკეთებს ტარკოვსკიც, იქნებ ძალით გვიტენის რამეს თავებში, იქნებ გვეუბენება იგრძენითო, იქნებ მეც იბ ბიჭივით ცოტა ხნის მერე ის რაღაც ვიგრძნო რასაც ტარკოვსკის მაყურებლები გრძნობენ. ნურას უკაცრავად ვერაფერსაც ვერ ვგრძნობ და ვიმედოვნებ, რომ ვერც ვიგრძნობ:)
თუმცა მე ეს რაღაც სხვა რეჟსისორებმა უფრო კარგად მაგრნობინეს, მათ ვისაც ადამიანთა ურთიერთობების გადმოცემით შეუძლიათ მთელი სამყარო დაგანახონ. ტარკოვსკი თითქოს ქმნის თავისი პერსონაჟებისგან რაღაც მითიურ არსებებს, არარსებულ ადამიანებს ძალიან დიდი სევდით. მისი ფილმის ყველა გმირი უდიდეს სევდას ატარებს და ეს სევდა შენც, მაყურებელს გტანჯავს გაუბედურებს, გაღიზიანებს და გაბრაზებს. რა საჭიროა ამ ყველაფრის გამძაფრეაბა? ეს ყველაფერი ხომ გაცილებით მარტივი და ამქვეყნიურია, ყოფიერი. აი ამის შეგრძნებას მიკარგავს “სტალკერი” ყოფიერების შეგრძნებას და მე ეს ძალიან არ მომწონს. მაბრაზებს.
ტარკოვსკი პოეტი უფროა ვიდრე რეჟისორი, ცდილობს კინოფირზე ასახოს პოეზია. Mე ეს არ მომწონს, პოეზიას თავის ადგილი აქვს. Pოეზია არის ყველგან და ყველაფერში. კინოშიც და ლიტერატურაშიც, მხატვრობაშიც და მუსიკაშიც. მაგრამ ფილმის პოეზიად ქცევა კინოს მიმზიდველობას აკარგვინებს. Fფილმი შეიძლება მოიცავდეს რაღაც პოეტურს, მაგრამ არ უნდა იყოს პოეზია. ტარკოვსკის ფილმები კი ფილოსოფიურ პოეზიას მაგონებს. Dფილმში” სარკე” რაღაც შემოვლითი გზებით ცდილობს დაგვანახოს დედა-შვილის ურთიერთობა, რისი გაკეთებაც მარტივად შეიძლება, როგორც ამას თუნდაც კირა მურატოვა აკეთებს თავის ფილმში(ქართული Aთარგმანი არ ვიცი როგორ იქნება ) როცა ”სარკეში” ხეების მწკრივზე კეთდება საკმოდ Gგრძელი პანორამა, ჩვენ ვხვდებით, რომ ამით რეჟისორს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ მე ამ დროს ვფიქრობ და რატო ასე რთულად? რა საჭიროა ასეთი კადრი, როცა შეგიძლია უბრალოდ აჩვენო, როგორ ეხუტება ორი ადამიანი ერთმანეთს, როგორი მზერა აქვს ბიჭუნას როცა ლამაზ გოგონას დაინახავს, სიცოხცხლე ამაში შეიგრძნობა და არა ხეების მწკვრივის დიდხანს ყურებაში. Eეს უკვე მოძველებულ ფილოსოფიას გავს, სამყარო უფრო მარტივია,ტარკოვსკის შექმნილი კინოსამყაროსგან განსხვავებით.


როცა ვისკონტის ვუყურებ დრო ჩერდება და მთლიანად ფილმში შევდივარ. ტარკოვსკი კი ვერ აჩერებს დროს, პირიქით ზრდის და ზრდის, დროის შეგრძნებას გიმძაფრებს. გაიძულებს მის გმირებთან ერთად ეწამო. ანალოგიური ტიპის კინო აქვს სერგო ფარაჯანოვს, დიახ არც ფარაჯანოვის მისტიკა მიტაცებს. Iსინი პრობლემის გადაწყვეტას ფილოსოფიაში და ცაში ეძებენ, მათი ფილმები ფილოსოოფიით, მისტიკით და პოეზიით არის გაჯერებული. Mმე ეს არ მომწონს ,მე ამასი ვერ ვხეედავ ვერაფერს განსაკუთრებულს. კინო უნდა იყოს უბრალოებით გაჟღენთილი, უბრალო ადამიანებისთვის, უბრალო დამლაგებლისთვის, უბრალო მუშისთვისაც და უჭკუო ჩინოვნიკისათვისაც კი. რადგან ამ კინომ მოახერხოს იმ ჩინოვნიკს თუ ბიუროკრატს დაანახოს რაღაც, შეაგრძნებინოს.

Aასე მგონია, რომ ტარკოვსკი თავის ფილმებს გარკვეული წრისთვის აკეთებს. წრისთვის სადაც მის ფილმებს” გაიგებენ” . მე ვფიქრობ, რომ კინო უნდა იგრძნო და არ უნდა გაიგო. Kინოს ყურების შემდეგ მასზე ფიქრმა თავი არ უნდა აგატკივოს, შეიძლება დაგაფქროს, გაგახაროს, მოგაწყინოს, მაგრამ თავის ტკივილი დაუშვებელია. ტარკოვსკის გაგება კი კედელზე თავის რტყმევას გავს.


,
მე ვუყურებ კინოს სადაც საკმაოდ ბევრი იუმორია, ფილმები რომლებიც უბრალოდ მოგვითხრობენ უბრალო ადამიანების ცხოვრებას, არ არის მორთული ზედმეტი ზიზილ-პიპილოებით. Aარ მიყვარს, დიახ სულაც არ მომწონს ის კადრი როცა სტალკერში ტარკოვსკის მამის ლექსს კითხულობენ, სულაც არ მომწონს ნოსტალგიაში იანკოვსკი იმ თავისი სანთლით.

вторник, 28 апреля 2009 г.

ანარქია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

ოდით ექსპერიმენტი ჩვატაროთ: მივიდეთ მართმადიდებელური ეკლესიის მრევლთნ და ვუხსენოთ სიტყვა” ანარქია” მას თვში უმალვე დაუტრიალდება სისხლი, წივილ-კივილ, არეულობა, ქაოსი, მოკლედ წარმოიდგენს ეერთ დიდ ანტიქრისტეს!!! მაგრამ თუ ვეტყვით, რომ ქართველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი კირიონIIის მხარდამხარ იბრძოდა ავტოკეფალიის აღსადგენად, თვალები დაუელმდება. დამერწმუნედ ასე იქნება, დღემდე საზოგადოებაში ანარქისტი სისხლისმსმელ ტირანთნ ასოცირდებარაღთქმაუნდა ეს უვიცობას უნდა მივაწეროთ და არაფერს სხვას... ნამდვილი ანარქისტი იბრძვის სრული თვისუფლებისათვის. განსხვავებით პაციფისმისგან ამ იდეურ მიმდინარეობას გაცილებიტ დიდი და სერიოზული ისტორია აქვს
****************

ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა უილიამ გოდვინის (1756-1836) ნაწერებში. ის პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა ეკლესია და მწერალი გახდა, დაწერა "კალებ უილიამსი", სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები - უორდსუორთი, მისი სიძე - შელი. ისინი აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმს, ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა უტოპიზმს, ეკონომიკური თავისუფლების იდეას, რაც პრუდონის შრომებშია ასახული, ინდივიდუალისტურ ანარქიზმს, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.
ანარქიიის წარმოშობა ბაკუნინის,პრუდონის და შმიდტის სახელებთნ არის დაკავშირებული. ბაკუნინი შეიზლება მივიჩნიოთ ანაარქიის ძირითდ იდეოლოგად,ბაკუნინი მოსკოვში საკმაოდ დიდხაბს ცხოვრობდა, სადაც იგი ჰეგელის და ფიხტეს ნაშრომებს აკტიურად იკვლევდა,1840 წელს იგი გერმანიაში იქნა ემიგრირებული სადაც შეუერთდა ახალგაზრდა ჰეგელიანელებს. 1848-49 წელს აქტიური მონაწილეობა მიირო პარაღსას და დრეზდენში განხორციელებულ რევოლუციაში.1851 წელს იგი დააპატიმრეს და ციმბირში ამოაყფინეს თავი საიდანაც მალევე გაიქცა დასავლეთ ევროპაში, სადაც აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ანარქისტული განხრით. იგი გერცენთნ და ოგაროვთან ერთდ აქტიურად მონაწილეობდა, ანარქისტული მოძრაობის ორგანიზებაში. 60 იანი წლების მიწურულს მან საბოოლოოდ ჩამოაყალიბა ანარქისტული თეორია” სახელმწიფობრიობა და ანარქია” სადაც მან ეკლესია და საერთოდ რელიგია პოლიტიკურ იარაღად შერაცხა(რასაც ასი პროცენტით ვემხრობი) ბაკუნინმა განაცხადა, რომ რელიგია”კოლექტიური სიგიჟეა”ეკლესიას კი ”ზეციური სამიკიტნო” უწოდა, სადაც ხალხი ცდილობს გასაჭირი დაივიწყოს. იმისათვის, რომ კაცობრიობამ”თავისუფკლების სამეფოს” მიაღწიოს ,უნდა აფეთქდეს და ხალხის ცნობიერებიდან ამოძირკვოს ძლაუფლების პრინციპი. ბაკუნინი უარყოფდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას და ხელისუფლების ბატონობას.
იგი იბრძოდა სრული თვისუფლების იდეისთვის. მისი მოძღვრება გავრცელდა როგორც რუსეთში ასევე ევროპულ და ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში.. ბაკუნინის იდეების ერთერთ ყველზე დიდ მიმდევრად ითვლება პეტრე კროპოტკინი, რომელმაც საფუძველი ჩუყარა ანარქისტული კომუნიზმის თეორიას, თუმცა აქტიურად უპირისპირდებოდა ოქტობრის რევოლუციას და მარქსიზმს მისი იდეა იყო თვისუფალი კომუნების დაარსება..

ქართველ ანარქისტებს, მიხაკო წერეთელ და ვარლამ ჩერქეზიშვილს უდიდესი როლი მიუძღვით მსოფლიოში ანარქისტული იდეების განვითრებაში, თუმცა ევროპელი და რუსი ანარქისტებისგან, ქართველები აქტიურად იბრძოდნენ ეროვნული პრინციპებისათვის...
ინტერნეტსი ბოდიალისას ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდია ქართველ ანარქისტებზე_

”ვიდრე ქართული სინამდვილისა და პოლიტიკური აზროვნების მთავარ იდეოლოგიურ საფუძველს - ნაციონალიზმს შევეხებოდე, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ მხარდაჭერილ და პოპულარულ იდეოლოგიაზე - ესაა ანარქიზმი. სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ამ იდეოლოგიას მიემხრნენ ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ედგნენ სათავეში, ეროვნული თვითგადარჩენისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად იბრძოდნენ. ასეთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო მიხაკო წერეთელი. მასთან ერთად, ანარქისტულ პარტიაში შედიოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, შალვა და კომანდო გოგელიები და სხვები. ანარქისტულმა ორგანიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო 1895 წლიდან, გაძლიერდა I რევოლუციის წლებში, I მსოფლიო ომის დროს შესუსტდა, რადგან მისი ქართველი მონაწილეები ამდროს საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ, 1917 წლიდან კი ანარქიზმი აღარ წარმოადგენდა რეალურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ანარქისტები უკომპრომისოდ ებრძოდნენ მარქსიზმს, გმობდნენ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, მის გამოხატულებას სახელმწიფოს სახით. მათი აზრით, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ისინი სამართლიანად ებრძოდნენ პროლეტარიატის დიქტატურას, რომლის უვარგისობა ისტორიის მსვლელობამ დაადასტურა. რაც შეეხება სახელმწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, იგი გარკვეულწილად განუხორციელებელ იდეას მიეკუთვნება, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, მმართველობის დეცენტრალიზაცია ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის იდეალი და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ქართველი ანარქისტების მიერ მარქსიზმის კრიტიკაც დრომ გაამართლა. ისინი იბრძოდნენ საქართველოს ავტონომიისათვის, უფრო შორსაც მიდიოდნენ: 10-იან წლებში ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, გამოდიოდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის ლოზუნგით და მათი რწმენით, მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ შეუძლია ერს იზრუნოს თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ქართველ ანარქისტთა შესახებ და ამ იდეოლოგიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან კავშირზე მასალები მოიპოვება ს. ხუნდაძის, პ. გუგუშვილის, პრ. რატიანის, ლ. გორგილაძის, გ. ჯანგველიძის, გ. მეგრელიშვილის, ნ. გვიანიშვილის და სხვათა გამოკვლევებში.


ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925)

რუსეთისა და საქართველოს რევოლუციური მოძრაობის წევრი, ანარქისტი.

ვარლამ ჩერქეზიშვილი ჯერ კიდევ კადეტთა კორპუსში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1866 წელს ის დააპატიმრეს დ. კარაკოზოვის საქმესთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგ, 1867-68 წლებში, ჩერქეზიშვილი სტუდენტთა რევოლიუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან ის აქტიურად მოღვაწეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და 1873 წელს ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს.

1876 წელს ჩერქეზიშვილმა გადასახლებიდან საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა და კვლავ რევოლიუციურ მოძრაობაში ჩაება. ის ძირითადად ბაკუნინელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მისი სტატიები ფილოსოფიურ და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. აქვე, ემიგრაციაში ის პ. კროპოტკინს დაუახლოვდა და მალე ანარქისტ-კროპოტკინელად ჩამოყალიბდა. 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან", რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.

ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა მარქსიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1903 წელს სხვებთან ერთად დააარსა რუსული ანარქისტული გაზეთი "ხლებ ი ვოლია".

რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს ჩერქეზიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები "ნობათი" და "მუშა". მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1895 წელს საზღვარგარეთ დაიბეჭდა მისი წერილები ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო ქართველ რევოლიუციონერთა პირველი კონფერენციის (1904, ჟენევა) მუშაობაში. ამ კონფერენციაზე ის მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი საქართველოს ავტონომიის იდეას დაუჭირა.

1921 წელს საქართვრლოში კომუნისტური წყობილების დამყარების შემდეგ ის კვლავ ემიგრანტად იქცა.

ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში.
ეს არის ვარლამ ჩერქეზისვილის მოკლე ბიოგრაფიული ცნობარი... რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდი, კარგია, რომ ამ ადამიანის სახელი ჯერ კიდევ ახსოვს რამოდენიმე ქართველს, ტუმცა მის ნაშრომებზე ხელის მიწვდომა არც თუისე ადვილი საქმე... ვარლამ ჩერქეზისვილს მტელს მსოფლიოში იცნობენ და აღიარებენ, როგორც ანარქიის ერთერთ დიდ იდეოლოგს, მისი სახელი ბაკუნინთან და კროპოტკინთან ერთად მოიხსენიება... ასევე დიდ როლს თამაშობდა ქართული ანარქიის განვითრებაში მიხაკო წერეთელი

მიხაკო წერეთელი

მეცნიერი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხაკო წერეთელი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1901 წელს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ის პარიზიდან გაასახლეს.

1907 წელს მიხაკო საქართველოში იყო. აღსანიშვანია მისი სიტყვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე.

მომდევნო წლებიდან მეცნიერი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში წერეთელი ასიროლოგიაში დახელოვნდა და 1918-23 წლებში ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა.

1912 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "სუმერული და ქართული" (თბილისი), 1923 წელს - "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი განმარტებებითურთ (კონსტანტინოპოლი), 1933 წელს კი სულხან საბას "სიბრძნე-სიცრუისას" გერმანული თარგმანი (ბერლინი). 1957-58 წლებში პარიზში, ჟურნალში "ბედი ქართლისა" დაბეჭდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების ტექსტები გერმანული თარგმანითურთ.

მიხაკო წერეთელი ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართული ენისა და ქართველების წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი.

მიხაკო წერეთელი დაკრძალულია მიუნხენში.


-----------------------------
ამ ადამიანთა სახელები არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ისტორიამ, განსაკუთრებიტ მაშინ როცა ისინი ახსოვს მსოფლიო. შევეშვატ ამ ილია ჭავჭავაძის და სხვა ეროვნული გმირების სახელებს და სხვა დიდ ქართველებსაც მივხედოთ

ანარქია არის ბრძოლა თვისუფლებისა და მშვიდობისთვის. ბრძოლა ბიუროკრატიზმთნ და რიპიან ბიძებთნ, რომლებიც უაზროდ და უსინდისოდ მართვენ ქვეყნებს, ქმნიან ჩლუნგ საზოგადოებას და განაგებენ მათ.

სამოციან სამოცდაათიან წლებში განვითრებული ახალგაზრდული ძვრები არაფერი იყო თუა არა ბღზოლა თავისუფლებისათვის... ახალგაზრდობის პროტესტი ჩინოვნიკებისა და ბიუროკრატების წინააღმდეგ, საზოგადოებრი წყობილების დაჩლუნგება დღესაც დიდი შემართებით მიმდინარეობს. ყოველივე ამს ებრძვის და უარყოფს ანარქიზმია

..................

მოკლედ აღრ გავბურღავ ეხლა ბევრს, ვისაუბროდა ანაარქიაზე... ვისაც რაიმე კარგი ცნობები გექნებათ დასდეთ თემასა ამასა ზედა
//////////////

ანარხია მაწ პორიადკა!!!!! იეეეეეეეეეეეე


--------------------
ღმერთი არის ებრაელი!!!!!